,,უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია”- შარლ მიშელი

,,თქვენი მომავალი ჩვენთანაა, ჩვენ საერთო ევროპულ კავშირში. თქვენი ბედისწერა – ჩვენი ბედისწერაა“,- ამის შესახებ შარლ მიშელმა კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„ევროკავშირი უკრაინის გვერდით იქნება, ვიდრე ეს საჭიროა. ჩვენ ვერ დაგვაშინებს კრემლი, რადგანაც უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. უკრაინელმა ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ.  ჩვენ ევროკავშირში ასევე მკაფიოდ გადავწყვიტეთ, რომ თქვენი მომავალი ჩვენთანაა, ჩვენ საერთო ევროპულ კავშირში. თქვენი ბედისწერა – ჩვენი ბედისწერაა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მსგავსი თემები