,,სააკაშვილს ახალ წელს სოფო ნიჟარაძის დედამ საცივი გაუკეთა, გამახარა ჩემმა პერსონალმა, გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო”- ნინო ნადირაძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე “ვივამედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე იკითხება.

ნინო ნადირაძის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ახალ წელს კლინიკის პერსონალს საჭმლით გაუმასპინძლდა.

„ვივამედში“ ახალ წელს პერსონალს გაუმასპინძლდა საჭმლით. საცივი ჰქონდა, სალათი ოლივიე. გამახარა ჩემმა პერსონალმა, გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო. ერთად შეხვდნენ ისინი ახალ წელს…

მე ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი, სოფოსგან მაქვს ეს დასტური. შემიძლია დაგიდასტუროთ“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

მსგავსი თემები