,,დღესავით ნათელია, არა მარტო გვეკუთნოდა კანდიდატის სტატუსი, არამედ მოლდოვაზე და უკრაინაზე წინ ვართ”- ირაკლი კობახიძე

,,დღესავით ნათელია, არა მარტო გვეკუთნოდა კანდიდატის სტატუსი, არამედ მოლდოვაზე და უკრაინაზე წინ ვართ” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა. მისი თქმით,  საქართველო მოლდოვას პრაქტიკულად ყველაფერში უსწრებს, მათ შორის ფუნდამენტურ საკითხებში. „რაც შეეხება მოლდოვას და უკრაინას; მოლდოვას პრაქტიკულად ყველაფერში ვუსწრებთ, ნებისმიერი კრიტერიუმით, მათ შორის არის ე.წ, ფუნდამენტური საკითხები, რაშიც ყველგან წინ ვართ და ასევე, არ შედარებით მეორეხარისხოვანი თემები, იქაც ვუსწრებთ მოლდოვას, ანუ მოლდოვას ყველაფერში ვუსწრებთ. ძალიან დიდია და თვალსაჩინოა ის სხვაობა, რაც არსებობს საქართველოსა და მოლდოვას შორის. რაც შეეხება უკრაინას, უკრაინასთან…

მეტი...

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ქ. სალონიკის ემიგრანტთა“ ჯგუფი ავრცელებს. „56 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩვენი ნატო. ერთი ცხოვრება გვაკავშირებდა აქ ემიგრაციაში სამუდამოდ ინებე გადასახლება იმიერში. დაგვტოვე უამრავი ლამაზი მოგონებების ამარა და შენი ამქვეყნად უკვე აღარ ყოფნის გამოწვეული უსაზღვრო ტკივილით. სიმშვიდე და საუკუნო სასუფეველი შენს ლამაზ ტანჯულ სულს. მოგვენატრები,  უფლის ნებაა ყველაფერი და მისი ნებით ჩვენც იქ მოვალთ, როცა ამოვწურავთ ჩვენს მიწიერ მისიას. იძინე მშვიდად. თან მოგყვება ჩვენი გულწრფელი ცრემლები და შენი ოჯახის ტკივილით გამოწვეული თანაგრძნობა. უფალს ებარებოდეს შენი ტანჯული სრული“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,როდესაც ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო ვერ აიღებს”- ირაკლი კობახიძე

,,განსაკუთრებით გამაოგნებელი არის ის, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს მისთვის შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, ეს კატასტროფაა და ბევრ რამეზე მეტყველებს”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო ვერ აიღებს. ,,რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა იზრუნოს პატიმარზე, მის ჯანმრთელობაზე, მის სიცოცხლეზე, მაგრამ როდესაც ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამას ბუნებრივია სახელმწიფო ვერ გაყვება და მითუმეტეს ამაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო ვერ აიღებს. ჯერ იყო შიმშილობა, ეს იყო გაცხადებული თვითდაზიანება, შემდეგ ვიღაცამ ურჩია მას ტაქტიკის შეცვლა და ნაცვლად გაცხადებული თვითდაზიანებისა,…

მეტი...

,,განვაგრძობთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე“- ოლივერ ვარჰეი

,,ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე,” – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „ტვიტერის“ მიკრობლოგზე წერს. მისი თქმით, დღეს გამოქვეყნებული ანგარიში ავსებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადებთან დაკავშირებით ევროკავშირის 2022 წლის მოსაზრებას. „დღეს ჩვენ გამოვაქვეყნეთ ანალიტიკური ანგარიში უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესაბამისობაზე ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან, რომელიც ავსებს ჩვენს წინა, 2022 წლის მოსაზრებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადებთან დაკავშირებით. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე“, – წერს ევროკომისარი.

მეტი...

,,ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი”- კობახიძე

,,ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,  ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ,,დღეს გამოქვეყნდა ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ შარშან შევსებულ კითხვარებს ეფუძნება. პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ევროკომისიას ჩვენი ქვეყნის ძალიან დადებითი შეფასებისთვის. შეფასების დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ვამტკიცებდით: ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.…

მეტი...

2022 წლის 1 ნოემბრიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 70 საქმის შესწავლა დაიწყო

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან – 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 122 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც, არსებული მდგომარეობით, 70 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციის კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ,,სამი თვის განმავლობაში,  მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 შეთანხმება გაფორმდა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება  – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი, ხოლო 1 შემთხვევაში არ დადასტურდა. მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 82% ონლაინ…

მეტი...

თუ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები განახლდება, კომპანიები შესაძლოა, სანქციების სამიზნე გახდნენ – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგება, სანქციების საფრთხე შეექმნებათ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურება. “ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს – ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის”, – განაცხადა “ამერიკის ხმასთან” სახელმწიფო დეპარტამენტმა.  

მეტი...

,,ევროკავშირი მზად არის საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დაეხმაროს”- პაველ ჰერჩინსკი

,,მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ევროკომისიის ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება,” – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა და ევროკავშირი მზად არის, საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დაეხმაროს. „ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც აღწერს, როგორია საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ასეთივე ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინასა და მოლდოვის შესახებ. ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შევსებული კითხვარის საფუძველზე, რომელიც ბრიუსელში გასული წლის ზაფხულში გაიგზავნა. მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება. ანგარიშში აღწერილია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით საქართველოს…

მეტი...

სავარძელში დამალული მილიონები – უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის სახლში დიდი ოდენობით ფული იპოვეს

უკრაინულმა მედიაში ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრე მირონიუკის სახლში აგვისტოში ჩხრეკის კადრები ვრცელდება. როგორც ირკვევა, ჩხრეკის შედეგად სახლში 17 მილიონი უკრაინული გრივნა, 400 ათასი დოლარი და 100 ათასი ევრო იპოვეს. ალექსანდრე მირონიუკი თავდაცვის სამინისტროში შესყიდვების თაღლითობის საქმეზეა დაკავებული.  

მეტი...

,,ირლანდია ღრმად შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო” – ირლანდიის საგარეო უწყება

ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინსიტრო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც საგარეო უწყება წერს, ირლანდია შეშფოთებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის გაუარესების გამო. “ირლანდია ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცნობებით”,- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი  ჯული შულაია იტალიაში სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. გარდაცვლილის ცხედარს სამშობლოში უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ.

მეტი...

,,ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას”- ირაკლი ღარიბაშვილი

ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი  რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკომისიის ანგარიში მკაფიოდ ასახავს საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე. “ევროკომისიამ  გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანინონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ. დოკუმენტი მკაფიოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი  რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას”-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.  

მეტი...

ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე დასკვნას 10-11 მარტის პლენარული სესიისთვის მოამზადებს

ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე მოამზადებს დასკვნას, რომელიც კომისიის სხდომას დასამტკიცებლად 10-11 მარტს წარედგინება. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის პირველი დეკემბრის მოთხოვნით, ვენეციის კომისია მოამზადებს დასკვნას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის შესახებ, რომელიც უნდა წარედგინოს კომისიის 134-ე პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად (2023 წლის 10-11 მარტი). ეს მოსაზრება მომზადდება სწრაფი რეაგირების მექანიზმის (QRM) ფარგლებში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ახორციელებს ევროსაბჭო“,- ნათქვამია კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მეტი...

რუსეთმა უკრაინიდან 14 ათასზე მეტი ბავშვი იძულებით გაიყვანა – მაიკლ კარპენტერი

ეუთო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის, მაიკლ კარპენტერის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში 14 000-ზე მეტი ბავშვი იძულებით გადაიყვანა. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს აღმოფხვრას უკრაინის ეროვნული იდენტობის ყველა გამოვლინება და ყველა უკრაინელი გადააქციოს რუსეთის იმპერიის ერთგულ ქვეშევრდომად. „კრემლის მარიონეტულმა ხელისუფლებამ 14 000-ზე მეტი ბავშვის იძულებითი დეპორტაცია განახორციელა ან რუსეთში სხვაგვარად გადაიყვანა“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

მეტი...

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა

89 წლის ასაკში მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს. „რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას, ტკივილს განიცდის… ჩვენი უძვირფასესი, ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა!“ – ნათქვამია რუსთაველის თეატრის სამძიმრის წერილში. ჯემალ ღაღანიძე 1956 წელს წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი.  

მეტი...

შესთავაზა თუ არა ბაიდენმა პუტინს ომის დასრულების სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი – რას აცხადებენ თეთრ სახლში

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო შვეიცარიული გამოცემა Neue Zürcher Zeitung-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ. გამოცემის ინფორმაციით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა, ჯო ბაიდენის სახელით მოსკოვსა და კიევს შესთავაზა სამშვიდობო გეგმა, რომელიც საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებდა, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მეხუთედზე კონტროლის სანაცვლოდ. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერის მოადგილის, შონ დევითის განცხადებით, შვეიცარული გამოცემის ინფორმაცია არაზუსტია. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელის თქმით, ინფორმაცია, თითქოს უილიამ ბერნსი მოსკოვში ფარული ვიზიტით გაემგზავრა და თეთრი სახლის სახელით სამშვიდობო წინადადება წამოაყენა, “სრულიად მცდარია”.

მეტი...

ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში რამდენიმე სფეროს ეხება, მათ შორის მართლმსაჯულებას, შიდა ბაზარს, კონკურენციის პოლიტიკას, მწვანე პოლიტიკას, სოფლის მეურნეობასა და საგარეო ურთიერთობებს. „ქვეყანას აქვს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით ტერორიზმთან და მიგრაციასთან დაკავშირებით. კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით უცხოელებთან და თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით, ძირითადად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, თუმცა, ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სუსტია. შედეგად, განხორციელება ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელია,“- აღნიშნულია დოკუმენტში. მართლმსაჯულების თავის შეჯამებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში საერთო უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად. ქვეყანას აქვს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით ტერორიზმთან და მიგრაციასთან დაკავშირებით. კანონმდებლობა…

მეტი...

,,რუსეთის სტრატეგიული დანაკარგი უკვე აშკარაა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსი ოკუპანტები დღეს იმ კონკრეტულ ეტაპზე არიან, როცა რუსეთის სტრატეგიული დანაკარგი უკვე აშკარაა,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ამის მიუხედავათ, მოღინააღმდეგეს ტაქტიკურად  ჯერ კიდევ აქვთ შეტევითი მოქმედებების მცდელობის რესურსი. „ისინი ეძებენ ვარიანტებს ომის მიმდინარეობის შესაცვლელად და ცდილობენ აგრესიის სამსახურში მოაქციონ ყველა ტერიტორიის პოტენციალი, რომელსაც ამჟამად აკონტროლებენ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ: გავაძლიეროთ ჩვენი მდგრადობა, ვიყოთ აბსოლუტურად გაერთიანებული სურვილით მივაწოდოთ ჩვენ არმიას და ყველა დამცველს საჭირო იარაღი და აღჭურვილობა – ჩვენ უკრაინაში გვჭირდება ერთი ხმით ვისაუბროთ მსოფლიოსთან თავდაცვის შესახებ. მტერი მათი ამ ეტაპიდან ბევრად უფრო დასუსტებული უნდა…

მეტი...