შარლ მიშელი კიევში ჩავიდა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი კიევში ჩავიდა. კიევში დღეს ევროკავშირი-უკრაინის ერთობლივი სამიტი გაიმართება.

„დავბრუნდი კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტისთვის პრეზიდენტ ზელენსკისთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ყოველ თქვენს ნაბიჯზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – წერს შარლ მიშელი.

მსგავსი თემები