,,საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად”- სახელმწიფო დეპარტამენტი

,,საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული და მას მიეცეს საჭირო სამედიცინო დახმარება”- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის  “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ კომენტარშია ნათქვამი.

მათი თქმით, ყურადღებით აკვირდებიან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

,,ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას. როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა მოეპყროს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, მათ შორის, დამოუკიდებელი სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით კომენტარში.

 

მსგავსი თემები