,,თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ჩემს კაბინეტში შემოვიდა, მიშა ბინძურია, ყარს, მეზიზღებაო”- ნადირაძე ხაჭაპურიძეს

ხმაური მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე – ამ წუთებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე “ვივამედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე იკითხება.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე “ვივამედის” პასუხგაუცემელმა კითხვებმა გააღიზიანა.

“ავადმყოფობის ისტორია არ ვიცი, კაცი მოკვდა არ ვიცი. აბა აქ თქვენ ჩემს ჩაცმა-დახურვაზე სასაუბროდ მოხვედით?” – მიმართა ხაჭაპურიძემ ნადირაძეს.

რაზეც “ვივამედის” დირექტორმა უპასუხა – ,,თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ჩემს კაბინეტში შემოვიდა, მიშა ბინძურია, ყარს, მეზიზღებაო მითხარით. არ ვჭორაობ მე, ასე იყო”.

მსგავსი თემები