იუსტიციის მინისტრის დაკითხვის თაობაზე მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე, მოსამართლე გიორგი არევაძემ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შალვა ხაჭაპურიძემ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას  მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების საფუძველზე ითხოვდა.

„საჯარო სივრცეში აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულებას. ესენია „ემპათიის“ დასკვნაზე და სამხარაულის ექსპერტიზაზე ჩატარებული ბრიფინგი. განაცხადა, რომ სააკაშვილი განზრახ ეწევა თვითდაზიანებებს და ექიმებს არ ემორჩილება. ბრეგაძის განცხადებები ლეტალური შედეგისკენაა მიმართული. მოწვეული უნდა იყოს და მისცეს ჩვენება, რა მტკიცებულებებს ეყრდნობა, როცა აცხადებს, რომ სააკაშვილი ეწევა თვითდაზიანებას“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

მსგავსი თემები