,,ნივრიანი პურის მოტანა და გაჭყლეტილი ნივრის მოტანა არ ვიცი რაში წერია, ვერ ვხვდები შილა ფლავის სოკოთი მოტანას”- ნინო ნადირაძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე “ვივამედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე იკითხება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს არანაირ საშუალებას არ აკლებენ.

,,ჩვენ არ გვაინტერესებს პაციენტის მისწრაფებები, ჩვენ გვსურს, რომ პაციენტი იყოს ჯანმრთელად, თუმცა მე ისიც მესმის, რომ თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ძალიან ცუდად ყოფნაშია, ესეც მესმის. მაგრამ ჩვენ არ ვაკლებთ არანაირ საშუალებას. მე პირადად ვინც მგონია, რომ არიან პაციენტის გულშემატკივრები, არც მათთან ვიზარებ თუ წერილობით, თუ ზეპირი სახით, რომ დაარწმუნონ პაცინეტი, რომ მისთვის შესაბამისი კალორაჟის მირება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი”,განაცხადა ნინო ნადირაძემ.

ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის კვების შესახებაც ისაუბრა.

,,ის საკვები რაც მასთან ყოველდღიურად მოდის, მითუმეტეს მათ იციან, რომ დიაგნოზში არის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავზე კონკრეტული ცვლიელებები, მაგალითად, ნივრიანი პურის მოტანა და გაჭყლეტილი ნივრის მოტანა, შავ პურზე წასმული მე ეს არ ვიცი რაში წერია. ვერ ვხვდები შილა ფლავის სოკოთი მოტანას. რომელ გაიდლაინში წაიკითხეს?” ,განახცხადა ნადირაძემ.

 

მსგავსი თემები