,,რუსეთი და რუსული საზოგადოება უკვე ძვირს იხდის სანქციების გამო”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი ძირითადად ტექნოლოგიებს შეეხება.

მისი თქმით, შეზღუდვების მოცულობა 10 მილიარდ ევროს შეადგენს.

„რუსეთი და რუსული საზოგადოება უკვე ძვირს იხდის სანქციების გამო. მზადდება სანქციების მეათე პაკეტი, ჩვენ ვაპირებთ მის შემოღებას 24 თებერვლამდე. მისი მოცულობა, დაახლოებით, 10 მილიარდი ევრო იქნება” , – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები