,,ნინო ნადირაძის „ბჟუტური“, არაკომპეტენტური ექიმის ლაპარაკია, ეს თვითონ დაადასტურა”- შალვა ხაჭაპურიძე

,,ნინო ნადირაძის რაღაც „ბჟუტური“, რომელიც მე მოვისმინე, არაკომპეტენტური ექიმის ლაპარაკია. თვითონ დაადასტურა, არ ვარ მე ამ საკითხებში კომპეტენტურიო,” – ამის შესახებ საქართველოს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „დადასტურდა, რომ სააკაშვილი იღებს საკვებს, მაგრამ არ ერგება იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც მას გააჩნია“.

„მალაბსორბციასთან, კახექსიასთან, დემენციასთან, ავადმყოფობის ისტორიებთან, გარდაცვლილ პატიმრებთან დაკავშირებით უამრავი კითხვა დაისვა და არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა. თქვა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის. მაშინ, მე ვერ გავიგე, პენიტენციურ სამსახურს მოწმედ რატომ ჰყავდა გამოძახებული?!“ – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

მსგავსი თემები