,,აღშფოთებული ვარ სახელმწიფოებით, რომლებიც ვითომდა ჩვენი პარტნიორები არიან, თუმცა ფინანსურად რუსეთის პარტნიორები არიან”- ზელენსკი

,,აღშფოთებული ვარ სახელმწიფოებით, რომლებიც ვითომდა ჩვენი პარტნიორები არიან, თუმცა ამ ომში ფინანსურად რუსეთის პარტნიორები არიან,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით,  უკრაინა თვალს ადევნებს ასეთი სახელმწიფოების რუსეთთან თანამშრომლობის პროცესს და შესაბამის ფაქტებს ევროკავშირში კოლეგებს აწვდის.

“ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ რუსეთს არ ჰქონდეს თავდაცვითი მრეწველობის აღდგენის საშუალება. და ისინი ამას სხვა სახელმწიფოების მეშვეობით აკეთებენ. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი (რუსეთის ფედერაცია) ვერ პოულობდნენ სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობებს. მაგრამ ისინი მათგან ზოგიერთს უვლიან გვერდს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

მსგავსი თემები