,,ნინო ნადირაძეს ცხოვრებაში არ შევხვედრივარ”- სახალხო დამცველის მოადგილე

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ნინო ნადირაძის მიერ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით, ნინო ნადირაძეს ცხოვრებაში არ შეხვედრია.

„დღევანდელ პროცესზე ნინო ნადირაძეს უთქვამს სახალხო დამცველის მოადგილეს შევხვდიო და რაღაცები ვუთხარიო. ცხოვრებაში არ შევხვედრივარ, არც ვივამედში და არც სხვაგან“, – წერს ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ნინო ნადირაძემ განაცხადა: სახალხო დამცველის მოადგილე მეჯდა კაბინეტში, როდესაც გია გრიგოლიას ძალიან ბევრი კითხვა დავუსვი და ის ყველაფერზე დამეთანხმა, მაგრამ ამიხსნა, რომ ასეთი პოლიტიკა და პოზიცია, რაც მათ უჭირავთ, საქმე მოითხოვს და სხვა გზა არ აქვთ. სახალხო დამცველის მოადგილეც იქ იჯდა და ვუთხარი, რომ მე ისეთ სამართლებრივ ქვეყანაში, სადაც საქმეს რომ სჭირდება, მე თავი უნდა დავხარო და ვთქვა, რომ შტერი ვარ, ამას ხელს არ მოვაწერ, გადით და კიბეებზე რაც გინდათ ის თქვით – მეთქი. სახალხო დამცველს მე არასდროს დავუცვივარ, ის მხოლოდ პოლიტიკოსებს იცავს. ჩემი თავის დამცველი ისევ მე ვიქნები, არავის იმედი არ მაქვს, ოღონდ შიმშილობას არ დავიწყებ“.

მსგავსი თემები