,,მიმაჩნია, რომ სააკაშვილისთვის წამყვანი დიაგნოზია ის, რომ სასჯელაღსრულების სისტემას ვერ ეგუება, არ შეუძლია”- ნინო ნადირაძე

„დღესაც ვაცხადებ და დღესაც მიმაჩნია, რომ მისთვის წამყვანი დიაგნოზია ის, რომ სასჯელაღსრულების სისტემას ვერ ეგუება, არ შეუძლია“,- ამის შესახებ კლინიკა „ვვამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკის პერსონალის სააკაშვილთან ერთად იხდის სასჯელს

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, როდესაც წონის ინდექსი წამოვიდა თვალსაჩინო კლებისკენ, როდესაც პარენტელარულ კვებაზე დადგა საუბარი, პაციენტს შევთავაზეთ და უარი განაცხადა. ვუთხარით, რომ ეს არის მკურნალობაზე უარის თქმა და გთხოვთ, ხელი მოგვიწეროთ ისტორიაში დოკუმენტზე, რაზეც მან კატეგორიული უარი განგვიცხადა. თუ ამაზე ხელს მოაწერდა, მაშინ  ჩაითვლებოდა, რომ რახან მკურნალობას არ გადის და უარს აცხადებს, ამიტომ იძულებული გავხდებოდით, რომ ისტორია დაგვეხურა, გაგვეწერა პაციენტი. კანონმდებლობაში კარგად ერკვევა. თუ უნდობლობას გიცხადებს პაციენტი, არ გაქვს უფლება, ის გააჩერო კლინიკაში. შესაბამისად, მან ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. შემდეგ იყო ეს ავადსახსენებელი რეანიმაციის თემა, თუ რეანიმაციაში აღმოვჩნდები, გადავისხამ. შესაბამისად, ჩვენ ამაზე უარი არ გვითქვამს.

ნებისმიერი დარტყმა რომ ავიცილოთ, ნებისმიერი ლანძღვა, მზად ვართ ყველაფრისთვის. რომ იტყვიან, ჩვენც მასთან ერთად ვიხდით სასჯელს. როდესაც ავუხსენით, რომ რეანიმაციაში არის ისეთი წყობა, რომ იქ ვერ შევა ადვოკატი, დედა, მნახველი, მძიმე სურათია, უცებ გადაიფიქრა. არარეანიმაციული პაციენტისთვის რეანიმაციაში ყოფნა ფსიქოლოგიურად დამანგრეველია. მე მის ფსიქიკას ძალიან ვუფრთხილდები“, – განაცხადა ნადირაძემ.

მსგავსი თემები