„რაც შეეხება დღეს საქართველოს პოზიციას რეგიონში, საქართველო პასუხისმგებლობით ასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და უპირველეს ამოცანად კვლავ აყენებს თავის ეროვნული ინტერესების დაცვას, ეს არის უსაფრთხოება, კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ქვეყნის შემდგომი განვითარება, პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღეს ასე ჭირდება. ამისთვის მუშაობს დღეს მთელი ხელისუფლება”,- განაცხადა თალაკვაძემ.
,,ტანგო არ არის ჩვენი ცეკვა, საქართველოს აქვს თავის ხალხური ფოლკლორი, სიმღერები და ცეკვა”- თალაკვაძე კარასინის განცხადებაზე
