,,მე და შალვა ვეჯიბრებით ერთმანეთს ჩაცმაში, მინდა გავაკოტრო, მიშას დაცვაში აღებული თანხა დავახარჯინო”- ნინო ნადირაძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე “ვივამედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე იკითხება.

ნადირაძემ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძესაც მიმართა.

„ბატონო შალვა, როგორ მოახერხეთ და ასეთი აქტიური ჰომოფობიდან „კრასავჩიკი“ მეტროსექსუალი როგორ დადექით. მე ბოლო სერიის მეშინია, მინდა მეტროსექსუალის ფაზაში დავრჩეთ“, – მიმართა ნადირაძემ ხაჭაპურიძეს.

,,ქალბატონო ნინო, თქვენ კითხვებს უნდა უპასუხოთ. კითხვები არ უნდა დასვათ,”- შენიშვნა მისცა მოსამართლემ ნადირაძეს.

,,ვიდზე კარგად გამოიყურება, მაგრამ დღეს ისე გამოწყობილი არ არის… მე და შალვა ვეჯიბრებით ერთმანეთს ჩაცმაში. მინდა გავაკოტრო. მიშას დაცვაში აღებული თანხა დავახარჯინო. ჩვენ, რიკოთს იქითა ხალხი სხვანაირები ვართ. გვაქვს ეს პეწი“,- განაცხადა ნადირაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს “ვივა-მედში” გარდაცვლილი პატიმრების სტატისტიკა წარუდგინეს. ნინო ნადირაძემ უარყო, რომ “ვივა-მედში” 51 მსჯავრდებული გარდაიცვალა და აღნიშნა, რომ კლინიკაში, რეალურად, 19 პაციენტია გარდაცვლილი.

,,თქვენ, გენაცვალე, თეატრალური მოაიარეთ მოსკოვებში, მერე ჩამოხვედით , 30 წლის ასაკში იურისტობა გადაწყვიტეთ, მერე ისევ და მე, გენაცვალე, 23 წლიდან ექიმი ვარ, – მიმართა ნადირაძემ ხაჭაპურიძეს.

მსგავსი თემები