,,აქამდე რომ მივიდა ვისი პასუხისმგებლობაა?!”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი მკურნალობაზე უარს არ ამბობს. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტი იღებს საკვების იმ რაოდენობას, რაც შეუძლია.

,,არავითარ მკურნალობაზე უარს არ ამბობს, ერთადერთი საუბარია იმ რაღაც კვებით დანამატებზე, რომელიც არის სახიფათო, არაერთხელ მოვისმინეთ ცნობილი, აღიარებული ექსპერტების აზრი, რომ ძალიან საფრთხილოა მაგის გაკეთება, თუ ძალიან დიდი გამოცდილება არ არის და აქ მაინც და მაინც დიდი გამოცდილება არ ჩანს ამ კლინიკაში მაგ საქმის.

რამდენიც შეუძლია იმდენს იღებს, მეტი არ შეუძლია. ის კიდევ რითი მოკვდება იმით მოკვდება თუ ამით, სულერთია მაგისთვის, როგორც ჩანს. აქამდე რომ მივიდა, ვისი ეკისრება პასუხისმგებლობაა? კახექსია აქვს ადამიანს უკვე და მიდის ძალიან სწრაფი ტემპით ეს კახექსია, აი ეს აქამდე რომ მივიდა, ახლა სულ რამდენიმე დღეა დაიწყეს ამაზე ლაპარაკი, მანამდე სად იყო ეს ყველაფერი”, – განაცხადა გიული ალასანიამ. 

მსგავსი თემები