,,საქართველომ სხვა მიმართულებით დაიწყო სვლა”- ანდრეი კასიანოვი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველომ სხვა მიმართულებით სვლა დაიწყო. ამის შესახებ მან „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კასიანოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და ნატოს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა დაიწყო, თუმცა ოფიციალურად აცხადებს, რომ განაგრძობს ევროპული გზის ერთგულებას.

„საქართველომ, მოგეხსენებათ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მიმართა. ამჟამად საქართველო ოფიციალურად ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაში. ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რასაც არ უარყოფს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ რეალურად გვაქვს ის, რომ ქვეყანამ, რომელიც განაგრძობს თანმიმდევრულ მოძრაობას ევროკავშირისა და ნატოსკენ თავისი პოლიტიკოსების განცხადებებში, სხვა მიმართულებით სვლა დაიწყო“ , – განაცხადა კასიანოვმა.

 

მსგავსი თემები