ხმაური ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე – „ქართული ოცნების“ წევრებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სათამაშო საბრძოლო ტექნიკის მიუტანეს

ხმაური ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე –  “ქართული ოცნების” დეპუტატებმა  „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სათამაშო საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის, ტანკები და თვითმფრინავები გადასცეს.

უმრავლესობის წევრების განმარტებით, აღნიშნული “პერფორმანსით” იმის თქმა სურდათ, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნას ვერ მოახერხებს და სათამაშოები შიდაპარტიული ბრძოლისთვის გამოიყენონ.

აღნიშნულს ოპოზიციის მხრიდან შესაბამისი რეპლიკები მოჰყვა.

საბოლოოდ, საკრებულოს თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.

მსგავსი თემები