,,17 წლის ანგელოზი გოგონა ვიღაც 19 წლის ბიჭის თავაშვებულ და თავზე ხელაღებულ მანქანით დრაფტაობას შეეწირა”- ავარიის დეტალები

თბილისში, ლილოს დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილის დეიდა, მარიამ თოღუზაშვილი სოციალურ ქსელში ავარიის დეტალების შესახებ წერს. „აღარ გვყავს ჩვენი ციმციმა ანგელოზი… მარიამ ბადალაშვილი, ეს ლამაზი, 17 წლის ანგელოზი გოგონა ჩემი დეიდაშვილის ბავშვია. იგი გუშინ ლილოში ვიღაც 19 წლის ბიჭის თავაშვებულ და თავზე ხელაღებულ მანქანით დრაფტაობას შეეწირა. მარიამი და მისი სამი მეგობარი სახლში ბრუნდებოდნენ, ამ დროს გამოვარდა ვიღაც თავზე ხელაღებული მანქანის მძღოლი, დააბზრიალა მანქანა და გოგონებს მთელი ძალით შემოარტყა ავტომობილის უკანა მხარე. ჩვენი მარიამი სასტიკად დალეწა და იგი ადგილზევე გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობაში არის ის სამი გოგონაც. სჭირდებათ რთული ოპერაციები.…

მეტი...

,,მელიას მანქანას რა უჭირს, ხაბეს კბილები არ დააყვედრონ”- თამარ ჩერგოლეიშვილი

,,მელიას მანქანას რა უჭირს, ხაბეს კბილები არ დააყვედრონ,” – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „შემოვიდა მელიქიშვილი და მითხრა, კეზერაშვილმა კბილები უნდა ჩაგისვასო… უკვე თვეებია, კეზერას დაფინანსებული კბილები პარტიის სამზარეულოში დევს, ჭიქაში! – ვუთხარი კეზერას ნათესავს, წაიღეთ, აღარ მინდაო, მაგრამ უარი მივიღე“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ „რამდენიმე არჩევნების დროს ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდნენ, მიუღია საჩუქრებიც, ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დღეს დადის“. აღნიშნულ განცხადებას ნიკა მელიამ უპასუხა. https://mcm.ge/175009/

მეტი...

რუსეთმა დაახლოებით 122 170 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთმა ომში დაახლოებით 122 170 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 122 170; ​ტანკი – 3 152; ჯავშანტექნიკა – 6 284; საარტილერიო სისტემა – 2 148; სარაკეტო სისტემა – 448; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220; თვითმფრინავები – 289; ვერტმფრენი – 281; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 897; საკრუიზო რაკეტები – 749; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 944; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 194.

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ თანამდებობა დატოვა. შესაბამისი ინფორმაცია მან ტელეგრამა-არხზე დაადასტურა. „მადლობა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობისთვის და ყოველდღე და ყოველ წუთს კეთილი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის. მადლობა საოლქო სამხედრო ადმინისტრაციების თითოეულ ხელმძღვანელს. ჩვენ შევძელით ქვეყანაში საერთო გუნდის აშენება. თქვენ ნამდვილად მაგრები ხართ. თქვენ სინათლის ნამდვილი მეომრები ხართ!“ – წერს ტიმოშენკო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ  თანანდებობიდან გადადგომის შესახებ კირილ ტიმოშენკოს განცხადება დააკმაყოფილა. „წარდგენილი განცხადების შესაბამისად, კირილო ტიმოშენკო გათავისუფლდეს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.  

მეტი...

დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულებს არწმუნებდა, თითქოსდა როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, ფულადი თანხების – 3000 – 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ამავე უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეეძლო. ასევე,უწყების ცნობით, ბრალდებული სარგებლობდა რა დაზარალებულების ნდობით, ატყუებდა მათ, თითქოს არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, მას სტუდენტებისთვის თბილისში ბინების მინიმალურ ფასად, დაახლოებით, 7 000-11 000 ლარის სანაცვლოდ გადაცემა შეეძლო. „ბრალდებული აღნიშნული სქემის გამოყენებით, 10 დაზარალებულის ფულად თანხას – ჯამში 119 030…

მეტი...

,,567 ამპულა მორფი გაუკეთეს 20 დღეში”- გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი დღეს აქციას გამართავს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ფეხბურთელის, 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი და უფლებადამცველები დღეს გენერალურ პროკურატურასთან აქციას გამართავენ. ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნასაც ასაჯაროებს, სადაც წერია, რომ პრეპარატების იმ დოზით მიღებას, რასაც ვახტანგ ჩარკვიანს საავადმყოფოში აწვდიდნენ, ვერცერთი ორგანიზმი ვერ გაუძლებდა. ,,ჩადენილია სახელმწიფოს მხრიდან უმძიმესი დანაშაული, ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობა, 567 ამპულა მორფი, ნარკოტიკული საშუალება გაუკეთეს 20 დღის განმავლობაში ვახტანგ ჩარკვიანს. ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ ამდენი ნარკოტიკული საშუალების მიღება გამოიწვევდა ადამიანის სიკვდილს”, – განაცხადა ოჯახის ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა. ცნობისთვის, პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე კლინიკის უფროს ექთანს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე…

მეტი...

რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქი ჩასოვ-იარი დაბომბა – დაიღუპა ერთი ადამიანი

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქი ჩასოვ-იარი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. მისივე ცნობით, რუსებმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან საცხოვრებელ ზონას დაარტყეს, დააზიანეს მინიმუმ, 9 მაღალსართულიანი კორპუსი. თავდასხმა ასევე განხორციელდა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, რის შედეგადაც ქალაქის ნაწილში გათბობა და ელექტროენერგია გაითიშა.

მეტი...

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, რომელიც ახალი წლის აღსანიშნად ესპანეთში შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობა დატოვა

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, რომელიც 2022 წლის ბოლოს ესპანეთში შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ალექსეი სიმონენკოს დასვენების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, მას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა სთხოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სიმონენკო ოჯახთან ერთად 10 დღით, ახალი წლის აღსანიშნად იმყოფებოდა ესპანეთის საკურორტო ქალაქ მარბელიაში. გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო თანამდებობის პირებს უკრაინის საზღვრებს გარეთ გასვლა მხოლოდ სამსახურებრივი მიზნით შეეძლებათ. ,,თანამდებობის პირები საზღვარგარეთ დასასვენებლად ან სხვა არასახელმწიფო მიზნით გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ”- ზელენსკი

მეტი...

ესტონეთი რუსეთის ელჩს ქვეყნიდან აძევებს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს განცხადებით, ესტონეთმა რუსეთის ელჩს ქვეყნის 7 თებერვალს დატოვება მოსთხოვა. მისი თქმით, გადაწყვეტილება რუსეთის ქმედების საპასუხოდ მიიღეს. მისივე თქმით, ესტონეთი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და მოუწოდებს სხვა თანამოაზრე ქვეყნებს, უკრაინის მიმართ დახმარება გაზარდონ. „ესტონეთი ითვალისწინებს რუსეთის გადაწყვეტილებას დიპლომატიური წარმომადგენლობის დროებითი რწმუნებულის დონემდე შემცირების შესახებ. ესტონეთი რუსეთთან ურთიერთობაში თანასწორობის პრინციპით ხელმძღვანელობს, ეს ნიშნავს, რომ ტალინში რუსეთის ელჩი 7 თებერვალს დატოვებს ქვეყანას, იმავე დროს, როდესაც რუსეთში ესტონეთის ელჩი“, – განაცხადა ურმას რეინსალუმ.    

მეტი...

„ტრაგედია ტრაგედიის შემდეგ“ – კალიფორნიაში სროლის შედეგად შვიდი ადამიანია მოკლული

კალიფორნიაში, ორ ლოკაციაზე სროლის შედეგად შვიდი ადამიანია მოკლული. ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევა სან-ფრანცისკოს მახლობლად მდებარე ქალაქ ჰალფ-მუნ-ბეიში მოხდა.  რაიონის შერიფის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, 67 წლის ადგილობრივი მცხოვრები დაკავებულია. სროლა სოკოს ფერმაზე და სატვირთო-გადამზიდი კომპანიის ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც ფერმიდან დაახლოებით ორ მილში მდებარეობს. ცნობისთვის, კალიფორნიის ქალაქ მონტერეი-პარკში გასულ კვირას მასობრივ სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა. „ტრაგედია ტრაგედიის შემდეგ“, – დაწერა გუბერნატორმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მეტი...

Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს – პენტაგონი

უკრაინა Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს უახლოეს კვირებში მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ უკრაინული რედაქცია პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ვაშინგტონის მიერ გამოცხადებული სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი კონცენტრირებულია უკრაინისთვის ისეთი შესაძლებლობების მიწოდებაზე, რომელთა გამოყენებასაც ისინი დაუყოვნებლივ შეძლებენ, ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსის შესაცვლელად. მედიის ცნობით, აშშ-ის მიერ გამოცხადებული წინა ორი სამხედრო დახმარების პაკეტში Bradley-ს ტიპის ქვეითთა 109 საბრძოლო მანქანაა გათვალისწინებული.

მეტი...

კასპში, ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კასპის მუნიციპალიტეტში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. სოფელ დოესში ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 59 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა და ცეცხლის გაჩენისას შინ იმყოფებოდა. ხანძრის გამოწვევის მიზეზი უცნობია.

მეტი...

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ

20 იანვარს, საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ. დაღუპულებს შორის პოლიციელი – ოთარ ღვინაშვილი,  დათო ნასრაძე, ნოდარ რჩეულიშვილი, ზაზა ჩიხლაძე და ზაქარია მათიაშვილი არიან. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ცნობისთვის, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ქუჩაში მყოფ ხალხს, ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. დაღუპულთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ახალგაზრდაა, ერთი კი შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

მეტი...

,,დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადროთ?”- მელია კეზერაშვილს

,,გადაუკვეთავი აღარ დატოვეს არცერთი წითელი ხაზი, დღეს „საჩუქრების“ წამოძახებაზე გადავიდნენ,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას თქმით, ღირსების მქონე საზოგადოებისთვის მართლაც ძნელი მოსასმენია ის ყველაფერი, რასაც საუბრობს და რაზეც მიდის მისი კონკურენტის მხარე შიდაპარტიულ არჩევნებში. „ვწუხვარ და მეუხერხულება კიდეც, ამ თემაზე რომ ვწერ სტატუსს მაშინ, როცა უზარმაზარი გამოწვევის წინაშე დგას პარტიაც და ქვეყანაც, მაგრამ პროპაგანდა ასე მუშაობს – დღეს ბევრი ამ თემაზე წერს და სატელევიზიო ეთერებსაც უთმობენ და ვალდებული ვარ, პირველ რიგში, ენმ-ის მხარდამჭერებს ვუთხრა სიმართლე. ავტომობილზე ვწერ, მეგობრებო, იმ ავტომობილზე, რითიც პარტიის თავმჯდომარე რამდენიმე თვის განმავლობაში გადაადგილდებოდა.…

მეტი...

,,თანამდებობის პირები საზღვარგარეთ დასასვენებლად ან სხვა არასახელმწიფო მიზნით გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ”- ზელენსკი

უკრაინის ხელისუფლებამ სახელმწიფო თანამდებობის პირებს საზღვარგარეთ გასვლა შეუზღუდა. ქვეყნის დატოვებას ისინი მხოლოდ სამსახურებრივი მივლინებების მიზნით შეძლებენ. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. „არის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს პრინციპული გადაწყვეტილება თანამდებობის პირების საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით. ეს ეხება ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა დონის ყველა თანამდებობის პირს. ეს ეხება სამართალდამცველებს, სახალხო დეპუტატებს, პროკურორებს და ყველას, ვინც უნდა მუშაობდეს სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოში. სურთ ახლა დასვენება – დაისვენებენ სახელმწიფო სამსახურის მიღმა. საზღვარგარეთ დასასვენებლად ან სხვა არასახელმწიფო მიზნით გამგზავრებას თანამდებობის პირები ვეღარ შეძლებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...