“რიკოთის უღელტეხილს თამამად ვუწოდებთ საუკუნის პროექტს”- ირაკლი კობახიძე

“რიკოთის უღელტეხილის პროექტს საქართველოს რეალობაში ანალოგი არ ჰქონია, ამიტომ ჩვენ ამ პროექტს თამამად ვუწოდებთ საუკუნის პროექტს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერის თქმით, რიკოთის უღელტეხილი ყველაზე კრიტიკულ და გამომწვევ მონაკვეთად იყო აღიარებული.

„ამ პროექტებს რეგიონებში შეაქვს ახალი სიცოცხლე, რაც, არა მხოლოდ მგზავრობის შემცირებულ დროსა და მანძილში გამოიხატება, ასევე გამოიხატება კომფორტულ და უსაფრთხო მგზავრობაში, ასევე იმ ეკონომიკურ სარგებელშიც, რომელიც ამ პროექტებს მოაქვს ჩვენი რეგიონების მოსახლეობისთვის, შესაბამისად, ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონების განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებას.

საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის რიკოთის უღელტეხილი ყველაზე კრიტიკულ და გამომწვევ მონაკვეთად იყო აღიარებული. პროექტის მნიშვნელობის, საინჟინრო გადაწყვეტებისა და მასშტაბის გათვალისწინებით, ამ მშენებლობას, თამამად შეიძლება ეწოდოს უპრეცედენტო, საქართველოს რეალობაში ამ პროექტს ანალოგი არ ჰქონია, ამიტომ ჩვენ ამ პროექტს თამამად ვუწოდებთ საუკუნის პროექტს”- განაცხადა პრემიერმა ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები