,,ცხელი გაზაფხულის დაანონსება წარუმატებელი იქნება”- გია ვოლსკი

,,ცხელი გაზაფხულის დაანონსება წარუმატებელი იქნება, რადგან ამას საზოგადოება მხარს არ დაუჭერს” ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების განცხადებას, რომლებმაც 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსეს.

გია ვოლსკის თქმით,  ”ტრიუმვირატი ვერ პასუხობს ვერცერთ კრიტერიუმს, რაც რეალურად, ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალას ახასიათებს.”

„ამ ყველაფერს თუ  გავაანალიზებთ, ეს ტრიუმვირატი ვერ პასუხობს ვერცერთ კრიტერიუმს, რაც რეალურად, ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალას ახასიათებს. ეს პოლიტიკური გაერთიანება არის უცნაური თავისი ეკლექტურობით, წარსულით, აწმყოთი და მომავალში პერსპექტივა არ აქვთ. ეს ხალხი საკმაოდ დიდი ხანია, გარკვეულ თემებს ექსპლუატაციას უწევს, მათ შორის არის რუსეთის თემა. ახლა სპეკულაციისთვის უკრაინის თემა მიეცათ. ნაკლებად მჯერა, რომ ეს ადამიანები მართლა განიცდიან იმას, რაც უკრაინაში ხდება. პირიქით, უკრაინაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. ცხელი გაზაფხულის დაანონსება წარუმატებელი იქნება, რადგან ამას საზოგადოება მხარს არ დაუჭერს. მსოფლიოსთვის, რეგიონისთვის, საქართველოსთვის ძალიან რთული პერიოდია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არის ოპტიმალური, რათა სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მშვიდობა უზრუნველვყოთ. საზოგადოება ხედავს, ვინ არის ამის მომხრე, წინააღმდეგი და გულწრფელად ვინ ზრუნავს სერიოზული პრობლემების მოგვარებაზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები