,,მათი დავალება არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა, საბოლოო მიზანი კი მეორე ფრონტი”- ირაკლი კობახიძე

,,ისინი მოქმედებენ დავალების შესაბამისად და მათი დავალება არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა, ამის საბოლოო მიზანი კი არის მეორე ფრონტი, – ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ , 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებულ შეკითხვას.

კობახიძის თქმით,  ხელისუფლება ქვეყანაში არეულობის შემოტანის უფლებას არავის მისცემს.

„ამ შემთხვევაშიც მცდელობის ერთადერთი მიზანია ვითარების არევა, ქვეყანაში სიმშვიდის დარღვევა და მშვიდობის დარღვევა, რაც არის მათი საბოლოო მიზანი. ამის საშუალებას ჩვენ მათ ბუნებრივია, არ მივცემთ. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ არავის მივცეთ ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდის და მშვიდობის დარღვევის საშუალება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქცია დაანონსეს.

მსგავსი თემები