,,ექსპერტიზა აჩვენებს, რომ ვახტანგ ჩარკვიანი ზედოზირებით გარდაიცვალა”- ადვოკატი

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ფეხბურთელის, 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი და უფლებადამცველები პროკურატურასთან იმყოფებიან. ისინი ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალებაშია დამნაშავე.

,,ექსპერტიზა პირდაპირ აჩვენებს, რომ ვახტანგ ჩარკვიანი ზედოზირების გამოიყენებით გარდაიცვალა და ამან გამოიწვია ბუნებრივი სიკვდილი…(ვითხოვთ) დაისაჯოს ყველა ის ექიმი, ის პირი, ვინც მონაწილეობა მიიღო ვახტანგ ჩარკვიანის მკურნალობაში. ვახტანგ ჩარკვიანიარასწორი მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა”, – განაცხადა ოჯახის ადვოკატმა მზია ხასრაშვილმა.

პაციენტის ისტორიიდან ირკვევა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ ახალგაზარდა ფეხბურთელს 5 დღის განმავლობაში 193 ამპულა ძლიერი ნარკოტიკული საშუალება ფენტალინი და 67 ამპულა კიდევ ერთი ძლიერ მოქმედი მედიკამენტი – მიდაზოლამი გაუკეთეს. ალტერნატიული ექსპერტიზა ოჯახის დაკვეთით ჩატარდა, რომელიც ასკვნის, რომ მსგავსი დოზებით დანიშნული ეს პრეპარატები, თუ ის მართლაც გაუკეთდა პაციენტს, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალებას გამოიწვევდა.

მსგავსი თემები