ხერსონში რუსი ოკუპანტები საბავშვო ბაღსა და სავაჭრო ცენტრს თავს დაესხნენ

რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქში საბავშვო ბაღს, სავაჭრო ცენტრსა და საცხოვრებელ კვარტლებს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, დაშავდა 6 ადამიანი.

,,რუსმა სამხედროებმა რეგიონის დასახლებულ უბნებსა და საცხოვრებელ კვარტალს დაარტყეს. დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა და 6 კერძო სახლი. დარტყმები დაფიქსირდა სავაჭრო ცენტრში, საბავშვო ბაღსა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოში. რუსული აგრესიის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი”, – ამბობს ალექსანდრ პროკუდინი, ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი.

მსგავსი თემები