„არსებობს ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების შეტევის ალბათობა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის უკრაინაზე შეტევისთვის ბელარუსის ტერიტორიიდან ემზადება.

„ბელარუსის მოსახლეობის უმრავლესობას, დამოუკიდებელი ბელარუსის სამხედროების უმრავლესობას, არ სურს თავდასხმა და ძალის გამოყენებით იარაღით წასვლა უკრაინული საზოგადოების წინააღმდეგ. ბელარუსზე თავდასხმას არ ვაპირებთ და არც არასდროს ვგეგმავდით.  რაც შეეხება რუსეთის ჯარებს, რომლებიც დღეს შეიძლება, იყოს ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რადგან თვლიან, რომ მათ აქვთ ერთგვარი „სამხედრო შენგენი“. მეჩვენება, რომ ეს დამოკიდებულია რომელიმე სახელმწიფოს მოსახლეობის პატივისცემაზე, ისევე როგორც ამა თუ იმ სახელმწიფოს ხელმძღვანელობის პატივისცემაზე, რომელსაც შეუძლია, არ დაუშვას შეიარაღებული პირები თავის დამოუკიდებელ ტერიტორიაზე. რუსეთის ძალას იკრეფს და შეტევისთვის ბელარუსის ტერიტორიიდან ემზადება“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

 

მსგავსი თემები