,,ომის ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას უფრო მძიმე და მოწინავე სისტემები”- იენს სტოლტენბერგი

,,ომის ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას უფრო მძიმე და მოწინავე სისტემები და ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ,”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ გერმანული ტანკების უკრაინისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით ალიანსი გამოსავალს უახლოეს მომავალში იპოვის.

“მივესალმები ჩვენს დღევანდელ დისკუსიას. განვიხილეთ საბრძოლო ტანკების საკითხი. კონსულტაციები მოკავშირეებს შორის გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, ჩვენ მალე გვექნება გამოსავალი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები