კვარაცხელია, ლევანდოვსკი, მესი – ოქროს ბურთისთვის მებრძოლი ფეხბურთელების ათეულში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა

SportsKeeda-ს ოქროს ბურთისთვის მებრძოლი ფეხბურთელების ათეულში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. ათეულში კვარაცხელის თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენიც მოხვდა.

ოსიმენისა და კვარაცხელიას გარდა, ათეულში არიან ლუკა მოდრიჩი, კევინ დე ბრუინი, ვინისიუსი, ნეიმარი, რობერტ ლევანდოვსკი, ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე და ლეო მესი.

„ხვიჩა კვარაცხელია, მეტსახელად – „კვარადონა“ ევროპაში 2022-23 წლების სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველმა გარემარბმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში საუკეთესო შედეგი გვაჩვენა. მან თავისი მომაჯადოებელი უნარებითა და სტაბილურობით როგორც გულშემატკივრები, ისე საფეხბურთო ექსპერტებიც გააოცა.
21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობამ შესაძლოა მისი შანსები შეაფერხოს, თუმცა კვარაცხელიას ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მცირე შანსები მაინც რჩება,”- წერს ”SportsKeeda”.

მსგავსი თემები