საზღვაო სააგენტოში არ ადასტურებენ, რომ საქართველო-რუსეთს  შორის საზღვაო მიმოსვლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

რუსულ მხარესთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო არ ადასტურებს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, მათთვის არავის მიუმართავს და  უცნობია, რა მოლაპარაკებებზე საუბარი.

„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს. რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ შავ ზღვაზე საქართველოსა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართულებით სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე სოჭის საზღვაო ნავსადგური ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

სოჭის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველო აფხაზეთთან შავ ზღვაზე მიმოსვლაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

მსგავსი თემები