,,საგარეო პოლიტიკურ კურსს და ჩვენს უსაფრთხოებას არ წაადგება” – თედო ჯაფარიძე რუსულ კანონზე

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ საგარეო პოლიტიკურ კურსსა და უსაფრთხოებას არ წაადგება.

როგორც მან აღნიშნა, კანონი მხოლოდ შიდა მოხმარების არაა და გავლენა აქვს საგარეო პოლიტიკურ კურსზეც, რასაც ადასტურებს ის რეაქციები და რეზოლუციები, რომელიც ამ ინიციატივას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მოჰყვა.

,,30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს, რომლებიც თითქოსდა განსაზღვრულია ჩვენი კონსტიტუციით და იმ პრაქტიკით, რა გზასაც დამოუკიდებლობის ხელმეორედ მოპოვების შემდეგ ვადექით.

რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ მთელი მსოფლიო არასწორია და მხოლოდ ჩვენ, ვინც უცხოური გავლენის კანონს იღებს, ვართ მართალი, სასაცილო იქნებოდა ტრაგიკომიკური რომ არ იყოს.

არ ვიცი, რამ განაპირობა ახლა ამ კანონის ინიციირება, მაგრამ, რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკურ კურსს და ჩვენს უსაფრთხოებას ამგვარი კანონი არ წაადგება. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ, მთელი მსოფლიო ფეხზე წამოდგა და გვირჩევს – თავში არავინ გვირტყამს, რომ ეს კანონი არ წაადგება იმას, რაც ჩვენ გვინდა. თუ ევროინტეგრაცია არ გვინდა და ვინც ამ კანონის ინიციირებას ახდენს, ის პოლიტიკასაც ცვლის, ეს სხვა თემაა, მაგრამ ეს კანონი მიიღო და ამავე დროს იძახო, მაინც ევროპისკენ მივდივართ, ეტყობა, ასე არ გამოდის – ამას გვეუბნება მთელი მსოფლიო”, – განაცხადა ჯაფარიძემ ,,ნეტგაზეთთან”.

მსგავსი თემები