,,ეს არის სკანდალური თემა, კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა შავი ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში”- ირაკლი კობახიძე

,,ნიკა მელიასთვის მანქანის ჩუქების თემა სკანდალურია, პარტიის თავმჯდომარისთვის ოლიგარქისგან ავტომობილის ჩუქება არალეგალური დაფინანსებაა,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა შავი ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში, რითაც აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.

„მანქანის საკითხს რაც შეეხება, თავისთავად ეს არის სკანდალური თემა იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა შავი ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის არალეგალური დაფინანსება, რომლითაც ალბათ უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. პარტიის თავმჯდომარეს ოლიგარქი როდესაც ჩუქნის ავტომობილს, რა თქმა უნდა, ეს არალეგალური პარტიული დაფინანსებაა, რაც ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, საკმაოდ მკაცრად ისჯება. ვნახოთ, ამასთან დაკავშირებით რა პოზიცია ექნება აუდიტის სამსახურს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

https://mcm.ge/175009/

მსგავსი თემები