საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულები დაკრძალეს

საგარეჯოში 20 იანვრის ღამეს მოკლული ახალგაზრდები დაკრძალეს. დაღუპულებს შორის პოლიციელი – ოთარ ღვინაშვილი,  დათო ნასრაძე, ნოდარ რჩეულიშვილი, ზაზა ჩიხლაძე და ზაქარია მათიაშვილი არიან.

ოთარ ღვინაშვილი, მშობლიურ სოფელ პატარა ჩაილურში დაკრძალეს. ზაქრო მათიაშვილი და დავით ნასრაძე, საგარეჯოში, ხოლო ნოდო რჩეულიშვილი თბილისში. მეხუთე გარდაცვლილს, ზაზა ჩიხლაძეს, სოფელ ჩაილურში, ხუთშაბათს გადაასვენებენ.

ცნობისთვის, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ქუჩაში მყოფ ხალხს, ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. დაღუპულთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ახალგაზრდაა, ერთი კი შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

მსგავსი თემები