,,უკრაინაში რაც ხდება,  არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის”- სერგეი ლავროვი

,,უკრაინაში რაც ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული, არამედ არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის,” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს, გაანადგუროს ყველაფერი რუსული.

„უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და ამჟამინდელი – ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლებიც მშვიდობის დამყარების ლოზუნგით აირჩიეს, არჩევისთანავე მყისიერად გადაიქცნენ ომის პრეზიდენტებად, რუსოფობიურ პრეზიდენტებად. უკრაინაში მიღებულია კანონები, რომლებიც კრძალავს რუსულ ენაზე განათლებას, მედიას რუსულ ენაზე, კანონები, რომლებიც რეალურად კრძალავს რუსული ენის გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. რუსულ ენასთან დაკავშირებული ნებისმიერი კულტურული კონტაქტი აკრძალულია. და ამ ყველაფერს მხარს უჭერს დასავლეთი. ისევე, როგორც დასავლეთი მხარს უჭერს ნეონაცისტების რეგულარულ მსვლელობას „სვასტიკებით“, დანაყოფების სიმბოლოებით, რომლებიც აკრძალული იყო ნიურნბერგის ტრიბუნალის მიერ. ამ ყველაფერს დასავლეთი უჭერს მხარს“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

მსგავსი თემები