საფრთხის ზრდის შემთხვევაში უკრაინის საელჩო საქართველოდან უკრაინელების მასობრივ ევაკუაციას არ გამორიცხავს – კასიანოვი

მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში, უკრაინის საელჩო საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ.

აღნიშნულის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა “ევროპეისკა პრავდასთან” ინტერვიუში განაცხადა.

,,პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური საფრთხეების ზრდის შემთხვევაში, დღეისათვის საელჩო არ გამორიცხავს მიმართოს საერთაშორისო პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივი ევაკუაციისთვის”, – განაცხადა კასიანოვმა.

მსგავსი თემები