ავარია თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე – დაიღუპა 26 წლის ახალგაზრდა

თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.

ავტომანქანაში მყოფი 26 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული მძიმე ტრავმების შედეგად,  ის გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები