უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიაჩესლავ შაპოვალოვმა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საკვების შეძენის ბრალდების ფონზე, თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.

,,უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დღეს მხარი დაუჭირა ვიაჩესლავ შაპოვალოვის მოთხოვნას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და შესაბამისი წინადადება წარუდგინა უკრაინის მინისტრთა კაბინეტს”, – აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.

შაპოვალოვმა გათავისუფლება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის პროდუქციის შესყიდვის შესახებ ბრალდებების გამო მოითხოვა. სწორედ ის იყო პასუხისმგებელი შეიარაღებული ძალების მომარაგებაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა, ვიაჩესლავ შაპოვალოვის განცხადება მისი გათავისუფლების შესახებ ღირსეული ქმედებაა ევროპული და დემოკრატიული პოლიტიკის ტრადიციებში და იმის დემონსტრირებაა, რომ თავდაცვის ინტერესები ნებისმიერ კაბინეტსა თუ სკამზე მაღლა დგას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები