სოჭის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველო აფხაზეთთან შავ ზღვაზე მიმოსვლაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორის იური ვლადიმეროვის განცხადებით, სოჭის საზღვაო ნავსადგური შავ ზღვაზე საქართველო-აფხაზეთს შორის სამგზავრო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„იმედი გვაქვს, რომ აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო ტრანსპორტირება ამოქმედდება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვფიქრობთ ტრანსპორტირების დაწყება ზაფხულიდან“ – აცხადებს ვლადიმიროვი.

მისივე ინფორმაციით, საუბარია ბათუმის გამოყენებაზე, სადაც ტვირთები ჩავა.

 

მსგავსი თემები