ყაზახეთის პრეზიდენტმა პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, ყაზახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის 19 მარტს ჩატარდება.

თოყაევის განკარგულებით, უფლებამოსილება შეუწყდათ თვითმმართველი ორგანოების დეპუტატებს.

ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარება პრეზიდენტმა თოყაევმა 2022 წლის პირველ სექტემბერს მოსახლეობისადმი მიმართვისას დაანონსა.

მსგავსი თემები