„ყირიმის დაბომბვა კონფლიქტს სხვა დონეზე გადაიყვანს“ –  რუსეთი უკრაინას აფრთხილებს

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინა ყირიმზე შეტევისთვის ემზადება. როგორც  რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, თუ მსგავსი რამ მოხდა, ეს არსებულ კონფლიქტს სხვა ფორმატში გადაიყვანს.

„მსგავსი ქმედება ასახავს დისკუსიას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დასაშვებობის შესახებ, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების საშუალებას მისცემს. ამავდროულად, უკრაინას უკვე აქვს იარაღი, რომლითაც ყოველდღიურად ახორციელებს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე, ვგულისხმობ ჩვენს ახალ რეგიონებს. ეს პოტენციურად უკიდურესად სახიფათოა და ნიშნავს კონფლიქტის ახალ დონეზე გადაყვანას, რაც, რა თქმა უნდა, არ იქნება კარგი გლობალური და ევროპული უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – აცხადებს პესკოვი. – განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი თემები