რუსეთის პატრიარქის თქმით, რუსეთის განადგურება მსოფლიოს დასასრულს ნიშნავს

რუსეთის პატრიარქი კირილი ქადაგებაში პოლიტიკურ საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთის განადგურება და მსგავსი სურვილი  მთელი  მსოფლიოს დასასრული იქნება.

„რუსეთის განადგურების სურვილი ძალიან დიდი საფრთხეა მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი კაცობრიობისთვის.  ზოგიერთ გიჟს ჰქონდა აზრი, რომ დიდი რუსული სახელმწიფოს, რომელსაც აქვს მძლავრი იარაღი, დასახლებულია ძალიან ძლიერი ადამიანებით, რომლებიც თაობიდან თაობამდე ყოველთვის მოტივირებული იყვნენ გამარჯვებისთვის, რომლებიც არასოდეს დანებდნენ არცერთ მტერს, მათი დამარცხება ან, როგორც ახლა ამბობენ, „გადაკეთება“ შეიძლება. შესაძლებელია, მათ გარკვეული „ღირებულებები“ დაუწესდეთ, რასაც „ღირებულებებს“ ვერ დავარქმევთ, რათა ისინი იყვნენ როგორც ყველა სხვა და დაემორჩილონ მათ, ვისაც აქვს ძალაუფლება გააკონტროლოს მსოფლიოს უმეტესი ნაწილი“, – აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა.

 

მსგავსი თემები