,,არ მაინტერესებს ფონ დერ ლაიენია, კუბილიუსი თუ ნებისმიერი სხვა…ჭორებს არის აყოლილი”- გია ვოლსკი

,,არ მაინტერესებს ფონ დერ ლაიენია, კუბილიუსი თუ ნებისმიერი სხვა, ვინც არ უნდა იყოს, როცა ჩემს ქვეყანას უპირისპირდება, ჭორებს არის აყოლილი, არათუ აყოლილი – ჭორების შექმნის წყაროა თავად,” –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ”გვაბრალებენ ისეთ რამეს, რასაც არ ვაკეთებთ, ეს არის ყველაზე აშკარა ნიშანი იმისა, რომ საქართველოს თავდაცვითი პოზიცია, რაც აქვს დღეს ხელისუფლებას, არის სწორი და მართალი”.

„არ შეიძლება „ფეიკ“ ინფორმაციაზე დაყრდნობით სვამდე შეკითხვას, თუ ამის წინასწარ გეგმა არ გაქვს. როგორ შეიძლება, როცა არანაირი მტკიცებულება არ გაქვს, რუსი ჟურნალისტის სტატიაზე, რომელიც თუნდაც, „ნიუ იორკ თაიმსთან“ თანამშრომლობდეს, შენი შეხედულება ააგო იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ევროპის ქვეყნები აგროვებენ სანქცირებულ პროდუქციას რუსეთისთვის, რომელიც გადააქვთ თურქეთში, შემდეგ ეს ტრაილერებით საქართველოში შედის, საქართველო გამოყენებულია როგორც სატრანზიტო დერეფანი და იქიდან შედის რუსეთში პროდუქცია. თუ ვინმესთან პრეტენზია უნდა გქონდეს და იქ არ აანალიზებ სიტუაციას რა ხდება, მარტო სატრანზიტო ქვეყანას, ასე ხელწამოსაკრავად ერჩი საქართველოს, ეს არის მტრული დამოკიდებულება გარკვეული პოლიტიკური ან პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მხრიდან. ეს ძალიან კარგად ჩანს ციფრებში, რომ ეს ასე არ არის, ციფრებშიც ჩანს და ყველანაირი მონაცემით ეს არის უსაფუძვლო, ჭორი და საქართველოს მიმართ მტრული დამოკიდებულების ერთ – ერთი ნიშანია. მე ვიქნები, თქვენ, თუ სხვა იქნება, როცა ჟურნალისტი უსვამს შეკითხვას, რომ თუკი ის შავი ხვრელია, თუკი რუსეთთან სანქცირებული პროდუქციის მიწოდებას აწერს ხელს და ამას აკეთებს, თქვენ რას ფიქრობთ, რასაკვირველია, ნებისმიერი უპასუხებს, რომ თუკი ასეთ მდგომარეობაშია და ამას აკეთებს საქართველო ან ნებისმიერი ქვეყანა, ჩვენ სანქციებზე ვიფიქრებთ, ეს არის გარკვეული პასუხი, მაგრამ თვითონ საკითხი რომ დაისმება, წინასწარ მოლაპარაკებულს ჰგავს. მე არ მაინტერესებს ფონ დერ ლაიენია თუ ნებისმიერი სხვა, თუ კუბილიუსი, როცა ჩემს ქვეყანას უპირისპირდება, ჭორებს არის აყოლილი, არათუ აყოლილი, ჭორების შექმნის წყაროა თავად, ვინც არ უნდა იყოს, მე ვალდებული ვარ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი დავიცვა, თქვენც ვალდებული ხართ. გვაბრალებენ ისეთ რამეს, რასაც არ ვაკეთებთ, ეს არის ყველაზე აშკარა ნიშანი იმისა, რომ საქართველოს თავდაცვითი პოზიცია, რაც აქვს დღეს ხელისუფლებას, არის სწორი და მართალი,”- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის,  CNN-ის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლაზე კითხვა დაუსვა და შუამავალი რგოლის მაგალითად საქართველო მოიყვანა.

მსგავსი თემები