,,დარწმუნებული არ ვარ, რომ ვლადიმერ პუტინი ცოცხალია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  დარწმუნებული არ არის, რომ ვლადიმერ პუტინი ცოცხალია.

მისი თქმით, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა, რომ თავისი ტერიტორიები დიპლომატიის გზით გაეთავისუფლებინა.

„დღეს მთლად არ მესმის, ვის ველაპარაკოთ და რაზე. არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის ის პრეზიდენტი, რომელიც ზოგჯერ ჩნდება მწვანე ფონზე, ნამდვილად ის არის. მე მთლად არ მესმის, რომ ის ცოცხალია, გადაწყვეტილებებს ის იღებს თუ ვინ იღებს. რომელ პირთა წრე? მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია. მთლად არ მესმის, როგორ შეიძლება, ევროპელ ლიდერებს დაჰპირდე ერთს, მეორე დღეს კი სახელმწიფოში ფართომასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო. არ მესმის კარგად, ვისთან გვაქვს საქმე. როდესაც ვამბობთ „მშვიდობიანი მოლაპარაკებები“, მთლად არ მესმის, ვისთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები