,,ომის დამნაშავეები უნდა გასამართლდნენ”- ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდებს.

დეპუტატები აღნიშნავენ, რომ სპეციალური ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს არა მხოლოდ ვლადიმირ პუტინი, არამედ  ალექსანდრ ლუკაშენკო, ასევე რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები უზარმაზარია. მოკლული არიან ბავშვები, ქალები, კაცები, ოჯახები დაყოფილია. საავადმყოფოები განადგურებული, სახლები დანგრეული. სკოლები ნანგრევებად ქცეული. დღეს ევროპარლამენტი გამოვიდა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის სასწრაფოდ შექმნის მოწოდებით. ომის დამნაშავეები უნდა გასამართლდნენ. ახლა“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი  რობერტა მეცოლა.

 

 

მსგავსი თემები