„უკრაინა აღდგება. ზარალი უნდა ანაზღაურდეს“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინა გადარჩება და აღდგება. როგორც უკრაინაშ მყოფმა შარლ მიშელმა რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უახლოესი პერიოდი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება.

„ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაეხმაროს უკრაინას ბრძოლის ველზე გამარჯვებაში. უახლოესი თვეები გადამწყვეტი იქნება. თქვენ მეტი გჭირდებათ. მეტი თავდაცვის სისტემა, შორ მანძილზე მოქმედი მეტი რაკეტა, აღჭურვილობა და თქვენ გჭირდებათ ტანკები ახლავე. უკრაინა აღდგება. ზარალი უნდა ანაზღაურდეს. ჩვენ გავყინეთ 300 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული აქტივები. მტკიცედ მჯერა, რომ ეს უნდა იქნას გამოყენებული და იქნება გამოყენებული უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. ყველა პასუხისმგებელი პირი, გამონაკლისის გარეშე, უნდა გასამართლდეს და გასამართლდება“, – განაცხადა შარლ მიშელმა რადაში.

 

მსგავსი თემები