„პოლიტიკური მუხთლობა – პრორუსული რიტორიკა არ მოდის თანხვედრაში სქართველო-უკრაინის მეგობრულ ურთიერთობებთან“ – უკრინული მხარე

უკრაინული მხარე საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს პრორუსული რიტორიკის გატარებაში ადანაშაულებს ადა აცხადებს, რომ ეს არის არის არც მეგობრობა და წინააღმდეგბაში მოდის ევროკავშირისკენ მიმავალ გზასთან.

„თბილისი და მოსკოვი ცვლიან რევერანსებს რუსეთის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დაუსჯელი დანაშაულებებისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ფონზე. მსგავსი პრორუსული რიტორიკა თანხვედრაში არ არის საქართველო-უკრაინის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს კურსს ევროკავშირის წევრობისკენ“  – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო.

მისივე შეფასებით, უკრაინა ყოველთვის ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა.

„საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერი თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის მომხრეა. მან განცხადება გააკეთა, რომ არ უერთდება დასავლეთის სანქციებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისთვის. უკრაინა ორივე – როგორც სახელისუფლებო, ასევე ხალხის დონეზე, ყოველთვის იდგა საქართველოს მხარდამხარ, განსაკუთრებით მისი ისტორიის უბნელეს პერიოდში. უკრაინისადმი ქმედითი სოლიდარობის არარსებობა საქართველოს ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ცდილობს უკრაინელი ხალხი გაანადგუროს გენოციდურ ომში,  პოლიტიკური მუხთლობაა“ – აცხადებს ნიკოლენკო.

.

 

მსგავსი თემები