შარლ მიშელის განცხადებით, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება სასიცოცხლიდ მნიშვნელოვანია

უკრაინაში მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება უწყვეტ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს. როგორც შარლ მიშელი აცხადებს, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება, რადგანაც, შემდეგი პერიოდი, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

„ბოლო პერიოდში, უკრაინა იღებს მძიმე შეიარაღებას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ეს უნდა გაგრძელდეს. გვსურს ამაში მხარი დაგიჭიროთ, რადგან შესაძლოა, შემდეგი დღეები გახდეს გადამწყვეტი ამ ომში. სწორედ ამიტომ საჭიროა მსგავსი გადაწყვეტილებები. ჩვენ გავაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას. ყოველთვის ვიქნებით თქვენთან მხარდამხარ, იმიტომ, რომ ჩვენ საერთო ოცნებას ვიზიარებთ“,- აღნიშნა პრეზიდენტმა მიშელმა.

 

მსგავსი თემები