,,სერგეი ლავროვი ყოველთვის იმ პერიოდში გამოჩნდება, როცა „ნაცმოძრაობაში“ ან შიგნით არის არეულობა, ან მისი ქმედებები სკანდალურია”- გია ვოლსკი

ოველთვის ლავროვი იმ პერიოდში გამოჩნდება ხოლმე, როცა “ნაცმოძრაობაში” ან შიგნით არის არეულობა, ან მისი ქმედებები სკანდალურია და საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთთან დიალოგის აღდგენის შესაძლებლობა არ არსებობს დაპირისპირების არსებული ხარისხის გათვალისწინებით.

„რასაკვირველია, ლავროვი განცხადებას იმ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს, რომელსაც წარმოადგენს. ყოველთვის ლავროვი იმ პერიოდში გამოჩნდება ხოლმე, როცა “ნაცმოძრაობაში” ან შიგნით არის არეულობა, ან მისი ქმედებები სკანდალურია და საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. საქართველო იმ პოლიტიკას ატარებს, რაც საზოგადოებას და სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება, როგორიც არ უნდა იყოს ლავროვის განცხადება. რა საკვირველია, ოპოზიციის განცხადებები ხავსთან ჭიდილია, რომ ამოვიდნენ იმ მღვრიე დინებიდან, რომელიც თავის თავს თავად შეუქმნეს. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებაა იმასთან დაკავშირებით, თითქოს, საქართველო რუსეთის სასარგებლოდ რაღაც ეკონომიკურ საქმიანობაშია ჩართული. რუსეთის განცხადება მიუთითებს, რომ საქართველოში გარკვეული დესტაბილიზაციისა და რყევის სიტუაცია მუდმივად იყოს. ყველა ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და აკეთებს განცხადებებს. მთავარია ის, რა ინტერესი აქვს საქართველოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

,,საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ზეწოლას პატივისცემას იმსახურებს”- სერგეი ლავროვი

მსგავსი თემები