„მან გვითხრა, რომ შესაძლოა, მას ცოცხალს უკანასკნელად ვხედავდით, ლიდერები შოკირებულნი იყვნენ“  – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას უკრაინას მტკიცე მხარდაჭერა განუცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირია და ევროკავშირი არის უკრაინა. მან სურვილი გამოთქვა რომ მისი პოზიცია მალე უკრაინის წარმომადგენელმა დაიკავოს.

„24 თებერვლის დილის საათებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამირეკა. მან მითხრა, ეს თავდასხმაზე მეტია, ეს არის უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ინტერვენცია. იმავე საღამოს მე მივიწვიე, რომ მას მიემართა ევროპული საბჭოსთვის.  მან გვითხრა, რომ შესაძლოა, მას ცოცხალს უკანასკნელად ვხედავდით, ლიდერები შოკირებულნი იყვნენ. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, საჭირო იყო უკრაინისთვის თამამი გადაწყვეტილებები. ჩვენ ასევე მყისიერად გავაცნობიერეთ, რომ სასწორზე არა მხოლოდ უკრაინის ბედი იდო. სასწორზე ასევე იდო ჩვენი ევროკავშირის ბედი, კონტინენტის მომავალი და ყველაფერი, რისიც სჯეროდათ ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს“ – აღნიშნა შარლ მიშელმა რადაში.

მისი თქმით, უკრაინისთვის სტატუსის მინიჭება იმის დასტურია, რომ უკრაინა ევროკავშირია.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა. ამით ევროკავშირის წევრობის კითხვას პასუხი გაეცა. უკრაინა ევროკავშირია და ევროკავშირი უკრაინაა. ჩვენ მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ, რომ ეს დაპირება რაც შეიძლება მალე ვაქციოთ რეალობად“ – განაცხადა უკრაინაში მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები