,,არ სჭირს სააკაშვილს არაფერი სასიკვდილო, იმ ღონეზე და ჯანზეა, რომ ექიმებს ეჩხუბება და ოროთახიან ლუქსშია”- გურამ მაჭარაშვილი

,,რატომ თვლის კასიანოვი, რომ კვდება სააკაშვილი, საიდან მოაქვს ეს ცნობები, არ სჭირს სააკაშვილს არაფერი სასიკვდილო, იმ ღონეზე და ჯანზეა, რომ ექიმებს ეჩხუბება და ოროთახიან ლუქსშია,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებები რამდენიმე თვის წინ, საქართველოს მიმართ  მადლიერების გამომხატველი იყო და როგორც ჩანს მან ამის გამო უკრაინიდან საყვედური მიიღო.

„კასიანოვი უკვე მეორედ აკეთებს განცხადებას, რომელიც შეურაცხმყოფელია, რადგან კარგად იცის, რომ არ შეიძლება სახელმწიფოში პატიმარი გათავისუფლდეს მეორე სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე. კასიანოვმაც დაიწყო უკვე საუბარი სააკაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით, რატომ თვლის კასიანოვი რომ კვდება სააკაშვილი, საიდან მოაქვს ეს ცნობები, არ სჭირს სააკაშვილს არაფერი სასიკვდილო, მისივე ექსპერტების თქმით, სასმელსაც მიირთმევს, სიგარეტსაც ეწევა, იმ ღონეზე და ჯანზეა, რომ ეჩხუბება ექიმებს და ოროთახიან ლუქსშია,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები