„რისკი არსებობს, რომ წისქვილები ისევ გაჩერდეს“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავართან“

რუსეთის მიერ დაწესებული მცურავი ბაჟი საქართველოში ხორბლის შემოტანას აფერხებს. კერძოდ, წისქვილკომბინატები ისევ იმ რეალობის წინაშე დადგნენ, რომ ხორბლის შემოტანაზე უარი თქვან.

როგორც „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამმედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, წისქვილების გაჩერების რისკი დიდია.

„მარაგში არის 2 თვის ხორბალი, თუმცა, დღეს ისეთი ვითარებაა, როდესაც წისქვილები ელოდებიან ტრენდის ჩამოყალიბებას ხორბალი შემოიტანონ თუ ფქვილი. რუსეთის მიერ დაწესებული მცურავი ბაჟიდან გამომდინარე, იყო ტენდენცია, როცა აზრი არ ჰონდა ხორბლის შემოტანას და ამიტომ, წისქვილები გაჩერებულები იყვნენ. იცით რომ მცურავი ბაჟი ხორბალზე მოქმედებს და ფქვილზე – არა. რისკი, რომ წისქვილები გაჩერდება, არსებობს. სამწუხაროდ, მეორედ შევდივართ იგივე ფაზაში რაც უკვე გავიარეთ, როცა წისქვილები გაჩერებული იყო. ეს არის სამწუხარო რეალობა“ – აღნიშნა ლევან სილაგავამმედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები