,,თითოეულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილება, რა სახის აღჭურვილობის მიწოდება შეუძლიათ უკრაინისთვის”- თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრეს-მდივანიკარინ-ჟან პიერი აცხადებს, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილება, რა სახის აღჭურვილობის მიწოდება შეუძლიათ უკრაინისთვის.

კარინ-ჟან პიერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, გერმანია არ გადასცემს უკრაინას ტანკებს, ვიდრე აშშ ქვეყანას არ მიაწვდის Abrams-ის ტანკებს.

„როდესაც საქმე ეხება სხვა ქვეყნებს, პრეზიდენტს სჯერა, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილება, უსაფრთხოების სფეროში დახმარების რა ნაბიჯებს გადადგამენ და რა სახის აღჭურვილობის მიწოდება შეუძლიათ უკრაინისთვის მაშინ, როდესაც უკრაინა საკუთარ თავს იცავს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მაგალითად, ჩვენ მივესალმებით გერმანიის ბოლო განცხადებას, რომ ისინი გაუგზავნიან უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და პეტრიოტის სარაკეტო სისტემის ბატარეას. ასევე მხარს ვუჭერთ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, გადასცეს უკრაინას Challenger-ის ტანკები. ჩვენ ვიხილეთ მსოფლიოს ქვეყნების წარმოუდგენელი სოლიდარობა უკრაინის მხარდასაჭერად. თუმცა, ეს ჩვენი სასაუბრო არ არის. ეს არის მათი, თითოეული ქვეყნის მისაღები სუვერენული გადაწყვეტილება ამ საკითხზე. რაც შეეხება აშშ-ის, როგორც იცით, , ჩვენ ვართ უსაფრთხოების სფეროში დახმარების და ჰუმანიტარული დახმარების უმსხვილესი მიმწოდებლები“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები